Sunday, October 1, 2017

პროექტის პორტფოლიო







ამ   ტრენინგმა   ძალიან   ბევრი   რამ   მასწავლა   პროექტის   კეთების   შესახებ,   ვიმედოვნებ,  რომ   ყოველივეს   წარმატებით   გამოვიყენებ  ჩემს   პედაგოგიურ   პრაქტიკაში, უღრმესი   მადლობა   ქალბატონ  ირინე  მარკოზაშვილს  გულისხმიერებისათვის   და   იმ   უდიდესი   ყურადღებისათვის,  რომელსაც  თითოეული   ჩვენგანის   მიმართ  იჩენდა,  ტრენინგის   მსვლელობის   დროს!

Sunday, September 24, 2017

დღევანდელმა    ტრენინგმა   მასწავლა, როგორ  შევუწყო   ხელი   მოსწავლეებს, რომ  გახდნენ   თვითრეგულირებადი,  როგორ  გავითვალისწინო   მოსწავლეთა  განსხვავებული   საჭიროებები,  რა  სჭირდება   მოსწავლეებს,  რომ  ისწავლონ  და  როგორ  შევთავაზო მათ  შინაარსის   მიწოდების  განსხვავებული   გზები.  

Saturday, September 23, 2017

დღევანდელიმა   ტრენინგმა  მასწავლა, თუ  როგორ   შევქმნა   პროექტის  შეფასების  რუბრიკები, თუ   რა   კრიტერიუმებით   შევაფასო   მოსწავლის  ნამუშევარი  და  თავად   მოსწავლეც   როგორ  ჩავრთო   ამ   საქმიანობაში.

Sunday, September 17, 2017

ტრენინგის   მე-6  დღეს  ვისწავლე  რაში   გამომადგება   მოსწავლის   სავარაუდო  ნაშრომი  და  რა  ტიპის  ნაშრომი  შეიძლება  დაამზადოს   მან,   რომ  ემსახურებოდეს  მიზანს  და   გაიყვანოს   შედეგზე.

Saturday, September 16, 2017

დღევანდელი   ტრენინგი   იყო   ძალიან   სახალისო,  განვახორციელეთ   ბევრი  აქტივობა, ვისწავლე    თუ   როგორი  უკუკავშირი   უნდა   მივცე  მასწავლებელს, მე  როგორც  შემფასებელმა, გავიგე  საავტორო   უფლებების  შესახებ,  პროექტის  განხორციელების   დროს.

Sunday, September 10, 2017

დღევანდელი    ტრენინგით    გავიგე   პროექტის  შეფასების   კრიტერიუმები:  მეთოდები და  ინსტრუმენტები,  ყოველივე  ეს  ჩემთვის   ძალიან  მნიშვნელოვანი  იყო   რადგან, პროექტის   კეთებისას   არ  გამიჭირდება   მოსწავლის   ნამუშევრის   შეფასება!