დღევანდელმა ტრენინგმა მასწავლა, როგორ შევუწყო ხელი მოსწავლეებს, რომ გახდნენ თვითრეგულირებადი, როგორ გავითვალისწინო მოსწავლეთა განსხვავებული საჭიროებები, რა სჭირდება მოსწავლეებს, რომ ისწავლონ და როგორ შევთავაზო მათ შინაარსის მიწოდების განსხვავებული გზები.
Saturday, September 23, 2017
დღევანდელიმა ტრენინგმა მასწავლა, თუ როგორ შევქმნა პროექტის შეფასების რუბრიკები, თუ რა კრიტერიუმებით შევაფასო მოსწავლის ნამუშევარი და თავად მოსწავლეც როგორ ჩავრთო ამ საქმიანობაში.
Sunday, September 17, 2017
ტრენინგის მე-6 დღეს ვისწავლე რაში გამომადგება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და რა ტიპის ნაშრომი შეიძლება დაამზადოს მან, რომ ემსახურებოდეს მიზანს და გაიყვანოს შედეგზე.
Saturday, September 16, 2017
დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან სახალისო, განვახორციელეთ ბევრი აქტივობა, ვისწავლე თუ როგორი უკუკავშირი უნდა მივცე მასწავლებელს, მე როგორც შემფასებელმა, გავიგე საავტორო უფლებების შესახებ, პროექტის განხორციელების დროს.
Sunday, September 10, 2017
დღევანდელი ტრენინგით გავიგე პროექტის შეფასების კრიტერიუმები: მეთოდები და ინსტრუმენტები, ყოველივე ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან, პროექტის კეთებისას არ გამიჭირდება მოსწავლის ნამუშევრის შეფასება!
Saturday, September 9, 2017
პროექტის სწავლებასთან დაკავშირებით დღევანდელმა ტრენინგმა მომცა ძალიან ბევრი ინფორმაცია, გავიგე როგორ უნდა ვწერო მიზნები, სტანდარტები. გავიგე ,რომ პროექტის შექმნას სჭირდება , ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა და გეგმებში შეტანა.
Sunday, September 3, 2017
ტრენინგის დაწყებამ მომცა მზაობა, რომ მომავალში დაგეგმილი პროექტები განვახორციელო სრულყოფილად და საინტერესო გავხადო თითოეული მოსწავლისათვის!